საფრანგეთი თუ ჰოლანდია? თორნიკე ოქრიაშვილის ორი სერიოზული ვარიანტი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ უგუნდოდაა. არადა, ახლოვდება ეროვნული გუნდის უმნიშვნელოვანესი მატჩი ავსტრიასთან, რომელშიც ოქრიაშვილზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, მას ძალიან გაუჭირდება ოპტიმალური თამაშის ჩვენება, მაგრამ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მაინც დიდი ნდობა გამოუცხადა. თავის მხრივ, ოქრიაშვილის საუკეთესო მატჩები საქართველოს ნაკრებზე მოდის. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ნაკრების ლიდერია, ეს ოქრიაშვილიცაა.

ყველა მოუთმენლად ველით, როდის გაირკვევა მისი ახალი კლუბი. ამასთან დაკავშირებით, უაღრესად სანდო წყარომ რამდენიმე საინტერესო სიახლე გვაცნობა.

მოგეხსენებათ, ოქრიაშვილი თბილისში იყო, ახლა
კი უკვე ბელგიაშია, სადაც "გენკის" შემადგენლობაში ვარჯიშობს. ჩვენებური თავის ყოფილ კლუბში დარჩენას აღარ აპირებს და ეს ყველამ იცის.

თავად ბელგიელები არიან დაინტერესებულნი, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ 31 აგვისტომდე გაასხვისონ 24 წლის ნახევარმცველი. დიდი ალბათობით, ტრანსფერი უახლოეს დღეებში უნდა შედგეს.

ჩვენმა წყარომ გვითხრა, რომ საუბარია ჰოლანდიურ და ფრანგულ კლუბებზე. ორივე გუნდი ამ ქვეყნების უმაღლეს ლიგებს წარმოადგენს, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ჰოლანდიურ ვარიანტთან დაკავშირებით გავარკვიეთ, რომ ეს გუნდი არ არის არნემის "ვიტესი", სადაც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ.

ოქრიაშვილი ბოლოს ბელგიური "გენკიდან" თურქულ "ესქიშეჰირში" იყო განათხოვრებული, თუმცა სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა. ის კონტრაქტით "გენკის" საკუთრებაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
რა თქვა ცუდი? ცოლი ჰყავს ლამაზიო? ეს შეურაცხყოფაა.? თუმცა როგორც გეტყობა მურტალი აზიატი ხარ და ვერ ხვდები იმდენს ,რომ ეს პირიქით უნდა გაუხარდეს კაცს
vaxvax -ს
02:34 25-08-2016
0
მოედანზე ეს არ დარბის,პასიც არ გამოსდის,ვის რად უნდა ოქრიასვილი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული