კახაბერ, Сенемiз! - "ქაირათის" ფანებმა ცხადაძეს ნდობა უზარმაზარი ბანერით გამოუცხადეს

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათის" ფანებმა გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს ბანერი მიუძღვნეს.

ფანებმა 100 კვ.მ ფართობის ბანერი, რომელზეც გამოსახულია მწვრთნელის პორტრეტი, კლუბის ემბლება და წარწერა: "Сенемiз" ("გვჯერა"), 20 აგვისტოს, "აქტობესთან" საშინაო მატჩის დაწყებამდე, სტადიონის ერთ-ერთ სექტორში გამოფინეს.

"ამით გუნდის მოტივირება გვსურდა. ყველას გვსურს ჩემპიონობა და მივიჩნევთ, რომ კახაბერ ცხადაძე ის მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია ალმათიში ოქროს მედლები მოიტანოს", - აცხადებს პერფორმანსის ავტორი, ფანკლუბ "AlatauFans"-ის წევრი აზამატ კემელოვი.

გულშემატკივრებმა "აქტობესთან" თამაშის შემდეგ ცხადაძეს ბანერის შემცირებული მასშტაბის ასლი გადასცეს.

ყაზახეთის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ "ქაირათს"
52 ქულა აქვს და ლიდერ "ასტანას" 7 ქულით ჩამორჩება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
კახა,სადაც არ უნდა იყო,იცოდე,რომ გვიყვარხარ და გაფასებთ.წარმატებებს გისურვებთ.
სოსო
13:30 26-11-2016
0
კახი,გისურვებ მეტ წარმატებებს,დასანანია რომ თქვენს განთავისუფლებას პოლიტიკური და პიროვნული ინტერესები დაედო საფუძვლად,ჩემი შეხედულებით ეს იყო კახი კალაძის სურვილი,რაც კობიაშვილის ხელით გააკეთა,გისურვებ საკუთარ თავზე მეტ მუშაობას და ევროპის წამყვან კლუბებში ადგილის მყარად დამკვიდრებას.
პაატა
13:01 26-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული