რამდენად გამოისყიდა "სევილიამ" გიორგი აბურჯანია?

AutoSharing Option
როდესაც "სევილიამ" გიორგი აბურჯანია შეისყიდა, საკითხი ამოიწურა და წერტილი დაესვა, დავინტერესდით, ევროპალიგის ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებულმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ხიმნასტიკის" ნახევარმცველში რა ფასი გადაიხადა?

"ჩემი ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება მილიონ ხუთასი ათასი ევროა", - ამბობს თავად აბურჯანია.

გავრცელებული ინფორმაციით კი, რასაც გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტიც" ადასტურებს, "სევილიამ" ქართველის ტრანსფერში 1,8 მილიონი ევრო გადაიხადა.

ახლა ერთ შეუსაბამობაზეც: ამ ტრანსფერის შედეგად, აბურჯანიას პირობითი სატრანსფერო ფასი "ტრანსფერმარკტზე" მილიონ ევრომდე გაიზარდა. როცა ის "სევილიამ" 1,5 მილიონად შეისყიდა, ამით 21 წლის ნახევარმცველი ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი
ფეხბურთელების ჯგუფს შეუერთდა.

ფეხბურთელი თარიღი საიდან სად ფასი (ევრო)
კახა კალაძე 2001 დინამო კ მილანი 16,0
გიორგი ქინქლაძე 1998 მანჩ. სიტი აიაქსი 8,00
გიორგი ქინქლაძე 2000 აიაქსი დერბი 5,00
შოთა არველაძე 2001 აიაქსი რეინჯერსი 4,50
გიორგი დემეტრაძე 2000 დინამო კ სოსიედადი 4,50
ალეკო ამისულაშვილი 2011 ქაისერი კრასნოდარი 3,00
გიორგი ქინქლაძე 1995 დინამო თბ სიტი 2,80
ოთარ მარცვალაძე 2011 ვოლგა კრასნოდარი 2,60
გიორგი დემეტრაძე 2005 მეტ. დონეცკი ალანია 2,50
უჩა ლობჟანიძე 2010 ზესტაფონი დნიპრო 2,00
გია გრიგალავა 2013 კრილია ანჟი 2,00
თორნიკე ოქრიაშვილი 2014 შახტარი გენკი 1,80
შოთა არველაძე 1997 ტრაბზონი რეინჯერსი 1,60
გოგა გახოკიძე 1998 ალანია პსვ ეინდჰოვენი 1,75
გიორგი აბურჯანია 2016 ხიმნასტიკი სევილია 1,50
თემურ ქეცბაია 2000 ნიუკასლი ვულვზი 1,40
ბექა გოცირიძე 2009 ზესტაფონი დნიპრო 1,00
დავით თარგამაძე 2012 ოლექსანდრია შახტარი 1,00
მიხეილ აშვეთია 2001 ტორპედო ქ კოპენჰაგენი 1,00
მალხაზ ასათიანი 2003 ტორპედო ქ ლოკომოტივი მ 1,00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა-ს. ვინ უნდა დამუქრებოდა მეგობარო? ნეტავ კი დაემუქროს და ეგ გაგვიხარდება მეც და შენც დარწმუნებული ვარ
llcl
17:16 23-08-2016
0
95წ შემდეგ სატრანსფერო ფასები გაათმაგდა,მაგრამ ქინქლაძის რეკორდს(საქართველოდან უცხოეთში)არაფერი ,,დამუქრებია,,(((
ზაზა
15:56 23-08-2016
0

სიახლეები პოპულარული