სანდრო კობახიძე: ძალიან მრცხვენია

AutoSharing Option
პოლტავის "ვორსკლას" ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

კობახიძის "ვორსკლა" გუშინ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საკუთარ მოედანზე ზაგრების "ლოკომოტივთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდა და ევროასპარეზს გამოეთიშა. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ზაგრებში უგოლოდ დასრულდა.

"პირადად მე ძალიან მრცხვენია. ვფიქრობ, ჩემს გუნდელებსაც...

თავს "ლოკომოტივზე" ძლიერ მეტოქედ ვთვლიდით, მაგრამ უძლიერესი შემდეგ ეტაპზეა. ისღა დაგვრჩენია, გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადოთ", - ციტირებს ქართველს bigmir.net-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული