ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში გუშინ რამდენიმე "ქართულმა" გუნდმა ითამაშა.

ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" გასვლაზე დაუზავდა კვიპროსულ აეკ-ს - 1:1. შეხვედრის 38-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ულამაზესი გოლი შეაგდო. მოწინააღმდეგის მთელი დაცვა გააბითურა და გადაუგდო ბურთი კვიპროსელთა მეკარეს. ჯანო "სახალხო გუნდის" დამრიგებელმა დმიტრი ალენიჩევმა 72-ე წუთზე შეცვალა. მის ნაცვლად თამაშში რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე ჩაერთო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აზერბაიჯანის "გაბალა" საფრანგეთში დაუზავდა ადგილობრივ "ლილს" - 1:1. "გაბალას რიგებში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა. სწორედ
მისი პასით გახსნა ანგარიში 13-ე წუთზე აზერნაიჯანული კლუბის უკრაინელმა ლეგიონერმა ვერნიდუბმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოლტავის "ვორსკლა" ზაგრებში ფრედ ეთამაშა ხორვატულ "ლოკომოტივს" - 0:0. ხორვატთა წინააღმდეგ უკრაინული გუნდის შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.

ჩეხეთში "სლავია" პორტუგალიურ "რიო ავეს" დაუზავდა - 0:0. მასპინძელთა რიგებში 81 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა შუახაზელმა, ლევან ყენიამ.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "მაკაბიმ" გასვლაზე 3:1მოუგო რუმინულ "პანდურიის" და პრაქტიკულად გაინაღდა ევროპალიგის პლეი ოფის საგზური.

შედგა თემურ ქეცბაიას დებიუტი აეკ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ბერძნულმა კლუბმა გასვლაზე ფრედ, 0:0 ითამაშა საფრანგეთში, "სენტ ეტიენთან", რაც სავსებით მისაღები შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ