ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

[ექსკლუზივი] კონტრაქტი შეთანხმებულია - გიორგი აბურჯანია 4 წლით "სევილიაში"!

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების და ტარაგონას "ხიმნასტიკის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას ესპანურ "სევილიაში" გააგრძელებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, აბურჯანია "სევილიასთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ანდალუსიელებს გიორგის ტრანსფერი 1 800 000 ევრო დაუჯდათ. თანხის 15% გიორგის ყოფილ გუნდ "ანორთოსისს" ერგება. კონტრაქტის ყველა დეტალი მხარეებმა უკვე შეათანხმეს.

აბურჯანია ანდალუსიაში ხვალ ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.