Sportall.ge-ს ინფორმაციით, აბურჯანია "სევილიასთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ანდალუსიელებს გიორგის ტრანსფერი 1 800 000 ევრო დაუჯდათ. თანხის 15% გიორგის ყოფილ გუნდ "ანორთოსისს" ერგება. კონტრაქტის ყველა დეტალი მხარეებმა უკვე შეათანხმეს.
აბურჯანია ანდალუსიაში ხვალ ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.