[ექსკლუზივი] კონტრაქტი შეთანხმებულია - გიორგი აბურჯანია 4 წლით "სევილიაში"!

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების და ტარაგონას "ხიმნასტიკის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას ესპანურ "სევილიაში" გააგრძელებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, აბურჯანია "სევილიასთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ანდალუსიელებს გიორგის ტრანსფერი 1 800 000 ევრო დაუჯდათ. თანხის 15% გიორგის ყოფილ გუნდ "ანორთოსისს" ერგება. კონტრაქტის ყველა დეტალი მხარეებმა უკვე შეათანხმეს.

აბურჯანია ანდალუსიაში ხვალ ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მკითხველის კომენტარები / 31 /
კარგია! იმედია, "სევლიას" შემდეგი ტრანსფერი რუსეთის პრემიერლიგის გუნდში არ იქნება.
ალეკო
16:10 01-08-2016
0
ძალიან გახარებული ვარ როგორც ყველა შენი წარმატების მოსურნე მე უბრალოდ ქართველი კაცი ვარ რომელსაც უხარია წარმატება ქართველის სპორტში თუ სახვა სფეროში ფეხბურთი ჩეემი ახლო სპორტია რომ არ შემიძლია ის ჩვეულებრივ სპორტად აღვიქვა მე დღეს ბედნიერი ვარ გიო შენი წარმატებით მახარებს რომ არც ისე შორია ქართველი და ლა ლიგა ქართველი და პრემიერ ლიგა ქართველი და ბუნდესლიგა(? მითუმეტეს არც თუ ისე შორეულ წარსულში ვასკვლავები გვყავდნენ ამ ლიგაში) დღეს შენთან ერთად მეც და ყვლა ქართველიც წარმატებული გავხვდით მართაკლია შენს და კოდევ ბევრი წარმატებული ქართველის ხარჯზე ვართ ჩვენ გულშემატკივერბი მაგრამ ჩვენც ვერთვებით ამ ესტაფეტაში რომელასც კარიერული წინსვლის გზა ეწოდება და ამაში ქართველებს დიდი გულშემატკივრობა გვმართებს მისაღები კრიტიკით რათა უფრო წარმატებულები ვიყოთ შენ შენი სამშობლოს ელჩი უნდა იყო სევლილიაში, ქართული ნიჭის, გიო! ჩვენ კი ამაყნი რადგან ჩვენს სისხლში ნიჭიერებამ იფეთქა გიო შენ დარწმუნებული ვარ როგორც ოქტიმისტი რომ პესიმისტებს კიდევ დაარწმუნებ რომ შენ ხმოლოდ სათადარიგოთა სკამისთვის სევილიაში არ მიხვალ შენ იქ დასამკვიდრებლად მიხვალ და ჩვენივე პესიმისტებს გულს გაუხარებ შენი წარმატებით გული რომ უკვე გაცივებული აქვტ ამდენი წარუმატებლობით აბა შენ იცი გიო :)
დავითი
14:31 01-08-2016
0

სიახლეები პოპულარული