შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 23 წლის გარემარბს უწინ რუსეთში, ვლადიკავკაზის "ალანიაში" უთამაშია, რომლის ღირსებას 2013 წელს იჯარით იცავდა.
* * *
"ურალის" ახალწვეული გიორგი ჭანტურია ეკატერინბურგში წუხელ ჩამოვიდა. დღეს ფეხბურთელმა ივარჯიშა, რის შემდეგაც პირველი ინტერვიუ მოგვცა", - წერს "ურალის" საიტი.- გიორგი, გვიამბე, როგორ აღმოჩნდი "ურალში"?
- კლუბის წარმომადგენლები, აგენტთან ერთად, საქართველოში მესტუმრნენ და მითხრეს, რომ "ურალის" მხრიდან იყო ჩემ
- "ურალის" რომელიმე მოთამაშეს იცნობდი?
- ვოვა ხოზინს. ერთად ვთამაშობდით "ალანიაში".
- რუსეთში დიდი ხნის წინ თამაშობდი. მას შემდეგ როგორ შეიცვალა ჩემპიონატი?
- დიახ, დიდი ხანია, რუსეთის ჩემპიონატში არ მითამაშია. მაშინ დონე საკმაოდ მაღალი იყო. რუსეთში ახლაც ბევრი კარგი გუნდია და ვფიქრობ, აქ თამაშით კარგ გამოცდილებას შევიძენ.
- როდის ეწვიე ეკატერინბურგს?
- ღამით ჩამოვფრინდი. დაახლოებით ათი საათია, რაც აქ ვარ. ღამის ქალაქს თვალი შევავლე და ჩემი ბინის მონახულება მოვასწარი.
- გსმენია ურალის ზამთარსა და ყინვაზე?
- ამაზე უკვე არაერთი მესაუბრა, მაგრამ მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ. უნდა ვიმუშაო იმ პირობებში, როგორიც იქნება. მთავარია, გუნდს დავეხმარო.
- ეკატერინბურგში "ვალენკები" (მაღალყელიანი, დათბილული რუსული ჩექმა) არ წამოიყოლე?
- არა (იცინის). როგორც კი აცივდება, გავიქცევი და შევიძენ.
- დღეს მთლიან ჯგუფთან ერთად რატომ არ ივარჯიშე?
- კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. მთლიან ჯგუფთან ერთად კი იმიტომ არ ვივარჯიშე, რომ გვიან ღამით ჩამოვედი. პრაქტიკულად, გამოძინებაც ვერ მოვასწარი. დღეს ინდივიდუალური პროგრამით ვივარჯიშე, ხვალიდან კი, ალბათ, გუნდთან ერთად შევუდგები წვრთნას.