გიორგი ჭანტურია: რუსული ყინვა და ზამთარი? მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ!

AutoSharing Option
გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც ამ ზაფხულს გერმანული "დუისბურგი" დატოვა და სათამაშოდ რუსეთში დაბრუნდა, თავისი ახალი კლუბის, ეკატერინბურგის "ურალის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 23 წლის გარემარბს უწინ რუსეთში, ვლადიკავკაზის "ალანიაში" უთამაშია, რომლის ღირსებას 2013 წელს იჯარით იცავდა.

* * *
"ურალის" ახალწვეული გიორგი ჭანტურია ეკატერინბურგში წუხელ ჩამოვიდა. დღეს ფეხბურთელმა ივარჯიშა, რის შემდეგაც პირველი ინტერვიუ მოგვცა", - წერს "ურალის" საიტი.

- გიორგი, გვიამბე, როგორ აღმოჩნდი "ურალში"?
- კლუბის წარმომადგენლები, აგენტთან ერთად, საქართველოში მესტუმრნენ და მითხრეს, რომ "ურალის" მხრიდან იყო ჩემ
მიმართ ინტერესი. მიამბეს ქალაქზე, გუნდზე. ამის შემდეგ აზრი ოჯახის წევრებს ვკითხე, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩემთვის კარგი ვარიანტი იყო.

- "ურალის" რომელიმე მოთამაშეს იცნობდი?
- ვოვა ხოზინს. ერთად ვთამაშობდით "ალანიაში".

- რუსეთში დიდი ხნის წინ თამაშობდი. მას შემდეგ როგორ შეიცვალა ჩემპიონატი?
- დიახ, დიდი ხანია, რუსეთის ჩემპიონატში არ მითამაშია. მაშინ დონე საკმაოდ მაღალი იყო. რუსეთში ახლაც ბევრი კარგი გუნდია და ვფიქრობ, აქ თამაშით კარგ გამოცდილებას შევიძენ.

- როდის ეწვიე ეკატერინბურგს?
- ღამით ჩამოვფრინდი. დაახლოებით ათი საათია, რაც აქ ვარ. ღამის ქალაქს თვალი შევავლე და ჩემი ბინის მონახულება მოვასწარი.

- გსმენია ურალის ზამთარსა და ყინვაზე?
- ამაზე უკვე არაერთი მესაუბრა, მაგრამ მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ. უნდა ვიმუშაო იმ პირობებში, როგორიც იქნება. მთავარია, გუნდს დავეხმარო.

- ეკატერინბურგში "ვალენკები" (მაღალყელიანი, დათბილული რუსული ჩექმა) არ წამოიყოლე?
- არა (იცინის). როგორც კი აცივდება, გავიქცევი და შევიძენ.

- დღეს მთლიან ჯგუფთან ერთად რატომ არ ივარჯიშე?
- კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. მთლიან ჯგუფთან ერთად კი იმიტომ არ ვივარჯიშე, რომ გვიან ღამით ჩამოვედი. პრაქტიკულად, გამოძინებაც ვერ მოვასწარი. დღეს ინდივიდუალური პროგრამით ვივარჯიშე, ხვალიდან კი, ალბათ, გუნდთან ერთად შევუდგები წვრთნას.
მკითხველის კომენტარები / 15 /
შენ ურალში უნდა ირბინო "ვალინკებით". აბა, ნამდვილი ფეხბურთის თამაში რა "გრუზინის" საქმეა..
სახელი
14:13 27-07-2016
0
სადაც გაყიდეს და ვინც იყიდა, იქ მოხვდა. ვერ გავიგე, რა!!!! საბაზრო ეკონომიკაა!!!
ბადრი
12:49 27-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული