ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძე ევროპალიგის მატჩის განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
ფოტოზე: ჯანო ანანიძე და გიორგი მელქაძე
მოსკოვის "სპარტაკმა" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის განაცხადში შეიყვანა, სადაც კვიპროსულ აეკ-ს დაუპირისპირდება. მოსკოვური გუნდის 24 ფეხბურთელს შორისაა რუსეთის მოქალაქეობის მქონე გიორგი მელქაძეც.

"სპარტაკი" აეკ-ს სტუმრად 28 ივლისს ეთამაშება, საპასუხო მატჩში კი შინ 4 აგვისტოს მიიღებს.

მოსკოვის "სპარტაკი" ლარნაკაში გერმანიიდან დღეს გაფრინდება, სადაც სეზონისწინა შეკრება გაიარა. სტადიონ "ანტონის პაპადოპულოსზე" ჯანო ანანიძე და მისი თანაგუნდელები ხვალ ივარჯიშებენ.
ასევე დაგაინტერესებთ