ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Sportall.ge-ს ექსკლუზივი: "სევილია" გიორგი აბურჯანიაში 1 700 000 ევროს იხდის!

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროდან შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" ქართველი ნახევარმცველის გიორგი აბურჯანიას ტრანსფერი ანდალუსიურ "სევილიაში" თითქმის გადაწყვეტილია.

- წლის ტრანსფერის მოლოდინში: გიორგი აბურჯანია "სევილიას" სამიზნეა!

ჩვენი ინფორმაციით, კლუბები სატრანსფერო ფასზე უკვე შეთანხმდნენ და გასარკვევი ახლა ისაა, თუ რამდენად ექნება ქართველ ფეხბურთელს ეროპალიგის ტრიუმფატორ "სევილიაში" სათამაშო პრაქტიკა. თუ ანდალუსიური კლუბის მიერ შეთავაზებულმა პირობებმა ქართველი ფეხბურთელი და მისი აგენტი დააკმაყოფილა, "სევილია" 21 წლის აბურჯანიაში "ხიმნასტიკს" 1 700 000 ევროს გადაუხდის.

ტრანსფერის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი იმ კვირაში, ოთხშაბათისთვის უნდა
გახდეს.

შეგახსენებთ, რომ "სევილიამ" გასულ სეზონში ევროპალიგა მოიგო, ლა ლიგა კი მე-7 ადგილზე დაასრულა. წელს ანდალუსიური გუნდი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, მანამდე კი უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.