ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

წლის ტრანსფერის მოლოდინში: გიორგი აბურჯანია "სევილიას" სამიზნეა!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ კარიერა, შესაძლოა, ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს.

კატალონიური საიტის lesportiudecatalunya.cat-ის ინფორმაციით, 21 წლის ქართველი ფეხბურთელით "სევილია" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, კლუბი მზადაა "ხიმნასტიკს" გადაუხადოს ის თანხა, რომელსაც კლუბი ქართველის სანაცვლოდ მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანია "ხიმნასტიკში" მიმდინარე წლის ზამთარში "ანართოსისიდან" გადაბარგდა და მოკლე ხანში, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელადაც იქცა.

"სევილიამ" გასულ სეზონში ევროპალიგა მოიგო, ლა ლიგა კი მე-7 ადგილზე დაასრულა. წელს ანდალუსიური გუნდი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, მანამდე კი უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.