ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"მალაგა" ჯაბა კანკავას შესაძლო ტრანსფერს არ ადასტურებს

AutoSharing Option
malagahoy.es-ის ინფორმაციით, ანდალუსიური კლუბი არ ადასტურებს ფრანგული "ეკიპის" ინფორმაციას, რომ "მალაგა" "რეიმსის" ქართველი ნახევარმცველით, ჯაბა კანკავათი დაინტერესდა.

"გუშინ "ეკიპმა" გამოაცხადა, რომ ხუანდე რამოსს 30 წლის ჯაბა კანკავას დამატება სურს, თუმცა "მალაგას" წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში ეს უარყვეს. კლუბის წყაროს მტკიცებით, კანკავა ერთ-ერთი იმათგანია, რომელთაც კლუბს სატრანსფერო სეზონის დროს სთავაზობენ, ასეთები კი ბევრია.

"ჯაბა კანკავა "რეიმსში" გჟეგოჟ კრიხოვიაკის შემცვლელად მიიწვიეს. რამდენიმე კვირის წინათ მან კარგად ითამაშა ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩში, რომელიც საქართველომ სენსაციურად მოიგო, მაგრამ კლუბში მიაჩნიათ, რომ ის ვერ გააძლიერებს
"მალაგას" ნახევარდაცვას, სადაც უკვე დაიმატეს სერბი ზდრავკო კუზმანოვიჩი", - წერს საიტი.

აღსანიშნავია, რომ ესპანური საიტი ცდება - 7 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი ჯაბა კანკავას გარეშე დაამარცხა.
ასევე დაგაინტერესებთ