საბა კვირკველიას წასვლა იტალიურ ან გერმანულ კლუბში სურს, "რუბინი" კი 10 მლნ ევროს ითხოვს

AutoSharing Option
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ყაზანის "რუბინის" ქართველ მცველს, საბა (სოლომონ) კვირკველიას რუსეთის პრემიერლიგის კლუბის დატოვება და კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ТАСС საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელის აგენტის, რევაზ ჩელებაძის კომენტარს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ კვირკველიას ძალების მოსინჯვა უფრო მაღალ დონეზე, იტალიურ ან გერმანულ კლუბში სურს, თუმცა პრობლემა რუსული კლუბის მიერ ფეხბურთელზე დადებული მაღალი სატრანსფერო ფასია - "რუბინი" ქართველს 10 მლნ ევროდ აფასებს.

"სოლომონთან დაკავშირებით ჩემთვის წინადადებით ჯერ არავის მოუმართავს, თუმცა ფეხბურთელს "რუბინიდან" წასვლა და ძალების უფრო მაღალი დონის
გუნდში მოსინჯვა სურს. რუსეთიდან წინადადებებს მხოლოდ "ზენიტისგან" ან "სპარტაკისგან" განვიხილავთ, პრიორიტეტული კი იტალიური და გერმანული კლუბებია.

პრობლემა ისაა, რომ "რუბინმა" კვირკველიას საკმაოდ მაღალი სატრანსფერო ფასი დაადო - 10 მლნ ევრო. შესაძლოა, სწორედ ამის გამო არ გვაქვს წინადადებები", - ამბობს ჩელებაძე.

საბა კვირკველია "რუბინში" 2011 წლიდან თამაშობს. გუნდის მაისურით მან 87 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა. კვირკველიას ეროვნულ გუნდში, სადაც 2014 წლიდან ასპარეზობს, 11 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ზაზას აზრს ვეთანხმები. საბა შესანიშნავი ფეხბურთელია, მშრომელი, მოედანზე მებრძოლი, მოედანს მიღმაც თავმდაბალი მეოჯახე კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნამდვილად იმსახურებს მაღალი დონის ევროპულ გუნდში გადასვლას. რაც შეეხება მენეჯერს, ამაშიც ვეთანხმები. კარგი აგენტი ბევრს ნიშნავს.
ლუკა
05:40 06-07-2016
0
სხვათაშორის საბა ძალიან კარგი მცველია და არავის უნდა გაუკვირდეს სოლიდური კლუბისგან მისდამი ინტერესი.

პრობლემა იმაშია რომ სხვა ქართველების მსგავსად 19-20 წლის ასაკიდან ზრდა ფაქტიურად შეწყვიტა, ანუ დაახლოებით იმავე დონეზეა რაც 4-5 წლის წინ იყო.

19 წლის რო იყო მისით თვით ფაბიო კაპელო დაინტერესდა და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას მოთხოვა მისთვის მოქალაქეობა მიენიჭებინათ. კაპელოს გათვლით 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის (რომელიც რუსეთში გაიმართება) საბა სუპერ მცველი უნდა ყოფილიყო!

იგივე მოუვიდა ჯანოს, ოქრის, ვაკოს და ბევრ სხვა ქართველს, რომლებიც ასევე დარჩნენ იმავე დონეზე რაც 19 წლის ასაკში იყვნენ.

ის რომ ქართველი ფეხბურთელები იუნიორებში ძალიან ძლიერები არიან და დაახლოებით 20 წლიდან წყვეტენ განვითარებას ძალიან თვალნათლივ ჩანს, როდესაც ჩვენი U17, U19 ნებისმიერი ევროპული გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა, ხოლო U21 და უფროსები უკვე საშულო და საშულოზე დაბალ დონეზე არიან.

მიუხედავად ამ უტყუარი ფაქტისა რომ საბა სათანადოდ ვერ განვითარდა, მას აქვს დიდი პლიუსი ფიზიკური მონაცემების სახით - მას ცენტრალური მცველისთვის იდეალური პარამეტრები აქვს. ამიტომ ვფიქრობ ის ბევრ ძლიერ ევროპულ გუნდს გამოადგება.

და მტავარი, რეზო ჩელებაძე შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია, ბევრს უყვარს რუსეთშიც და საქართველოშიც მაგრამ ევროპულ გუნდში წასვლა თუ გინდა ცოტა სხვა თაობის და სხვანაირი მენეჯერი უნდა გყავდეს.

აი მხითარიანი ავიღოთ, რომელსაც მენეჯერად მინო რაილოა ჰყავს. დორტმუნდი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო მისი გაშვების, განსაკუთრებით გიუნდოგანის დაკარგვის შემდეგ მაგრამ ძლიერმა მენეჯერმა მაინც ოსტატურად გაჩარხა მანჩესტერში გადასვლა თან ისე რომ ფეხბურთელი საერთოდ არ იყო ჩართული და ასე ვთვათ "დუმილის უფლებას" იყენებდა...










zaza
18:08 05-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული