ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს - "სპარტაკის" მწვრთნელი ჯანოს ძირითადს პირდება

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა championat.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდის ქართველ ნახევარმცველზე ჯანო ანანიძეზე საინტერესოდ ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ამჟამად "სპარტაკთან" ერთად ახალი სეზონისთვის ავსტრიულ შეკრებაზე ემზადება.

გთავაზობთ მონაკვეთს ალენიჩევის ინტერვიუდან:

- ჩემპიონატის მიწურულს მოედანზე რეგულარულად გამოდიოდა ჯანო ანანიძე. არის შანსი, ვიხილოთ ის ჯანო, რომელსაც რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ტალანტად მოიხსენიებდნენ?
- ამის დიდი შანსია. მისი ერთადერთი პრობლემა - ტრავმებისადმი მიდრეკილებაა. შარშან მან სეზონის პირველი ნაწილი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გამოტოვა, მაგრამ უკვე გაზაფხულისთვის მაქსიმალურთან მიახლოებულ დონეს მიაღწია.
ამან ძალიან გამახარა.

პირველ რიგში, მას მთლიანი სეზონის ტრავმის გარეშე ჩატარება ვუსურვე. თუკი ჯანო ჯანმრთელად იქნება, ჩვენს გუნდს ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს. მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ "სპარტაკის" დისპეჩერი იყოს - მოედნის ხედვა, ტექნიკა, ბოლო პასი, კრეატიულობა...

- ჯანოზე, როგორც სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეზე, ამყარებთ იმედს?
- ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს.

Sportall.Ge
ფოტოზე: "სპარტაკის" ქართველები - ჯანო ანანიძე და გიორგი მელქაძე ავსტრიულ შეკრებაზე
ასევე დაგაინტერესებთ