ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯაბა კანკავა "რეიმსში" დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის კაპიტანი ჯაბა კანკავა რეიმსში გაემგზავრა. ის დაიწყებს ვარჯიშს ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში, სადაც გაატარა კიდეც წინა სეზონი.

როგორც შევიტყვეთ, ამჟამად "რეიმსის" ხელმძღვანელობა ინტენსიურად ეძებს ჯაბასთვის ახალ გუნდს, რათა თავადაც იხეიროს ფინანსურად და ფეხბურთელს უკეთეს კლუბში დამკვიდრების საშუალება მისცეს.

გადაწყვეტილი ამბავია - კანკავა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში არ დარჩება და გუნდს აუცილებლად გამოიცვლის. რაც შეეხება "რეიმსში" ვარჯიშს, ეს ჩვენებურს ფორმაში ყოფნაში დაეხმარება და როგორც კი ახალი გუნდის ვარიანტი გამოჩნდება, ტონუსში მყოფი შეხვდება ახალ გამოწვევას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე დაგაინტერესებთ