ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

აქ სულ წვიმს... ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერი "აიაქსში" გამოირიცხა?

AutoSharing Option
26 ივნისს არნემის "ვიტესი" ახალი სეზონისთვის შეიკრიბა. გუნდის ბაზაზე გამოცხადდნენ კაპიტანი გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილიც.

"ვიტესის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა 2016/17 წლების სეზონის გუნდის ფეხბურთელთა ნომრები. ვაკო ყაზაიშვილი კვლავ 10 ნომერია, ხოლო კაშია - 37.

ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ვაკო კვლავ რჩება "ვიტესში", თუმცა ტრანსფერი "აიაქსში" მაინც არ არის გამორიცხული.

კვირას "ვიტესის" ვარჯიში გადაუღებელმა წვიმამ და ელვამ თითქმის ჩაშალა, რომელსაც ახალი თავკაცი ჰენკ ფრეიზერი უძღვებოდა. gelderlander.nl-თან საუბარში ვაკო სწორედ ჰოლანდიურ ამინდზე ჩივის: "აქ სულ წვიმს, ზაფხულშიც კი. საქართველოში სხვანაირად
იქნებოდა".

2 ივლისს ქართველთა "ვიტესი" პირველ სპარინგს დონეცკის "შახტართან" გამართავს, რომლის რიგებშიც არ არის გიორგი არაბიძე.
ასევე დაგაინტერესებთ