თედორე გრიგალაშვილი კიევის "დინამოსთან" გამოსცადეს

AutoSharing Option
თედორე გრიგალაშვილი "ტერეკში" წარუმატებელი სეზონის მერე, ძალებს დონეცკის "ოლიმპიკში" ცდის. ქართველი მცველი უკრაინულ კლუბში სინჯებზეა.

გრიგალაშვილი კიევის "დინამოსთან" ამხანაგურ მატჩში გამოსცადეს. შეხვედრა დინამოელებმა 1:0 მოიგეს. ჩვენებური მე-60 წუთზე გამოვიდა და ყვითელი ბარათი მიიღო.

"ოლიმპიკის" რიგებში ასევე ითამაშეს მეკარე მახარაძემ და მცველმა ფარცვანიამ, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. კიევის "დინამოს" რიგებში ითამაშა 21 წლის ზურაბ ოჩიგავამ, რომელიც ასევე უკრაინის მოქალაქეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული