ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

აგენტი: გიორგი ჭანტურია ახალი გუნდით ძალიან კმაყოფილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ ეკატერინბურგის "ურალთან" კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ აგენტმა ხორენ კალაშიანმა championat.com-ს განუცხადა.

"გიორგი ჭანტურიამ "ურალთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფეხბურთელი ძალიან კმაყოფილია ახალი გუნდით. მისი ყოფილი გუნდი გერმანული "დუისბურგი" იყო, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდა. ჭანტურიას ყოველთვის სურდა უფრო მაღალ დონეზე თამაში", - კალაშიანმა.

შეგახსენებთ, რომ "ურალში" გადასვლამდე ჭანტურიას უთამაშია "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდში, არნემის "ვიტესში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", "ვერონაში", რუმინულ "კლუჟში" და "დუისბურგში".
ასევე დაგაინტერესებთ