გოგიტა გოგუა: ვლადიმირ ვაისი ძალიან კარგი მწვრთნელია

AutoSharing Option
ყაზახური "ირტიშის" ყოფილმა ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ, რომელიც სულ ახლახან "ორდაბასში" გადაბარგდა, ყაზახურ Kazfootball.kz-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა.

- რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სენსაციურად ესპანეთი მისსავე მოედანზე დაამარცხა. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ველოდი-მეთქი რომ ვთქვა, ისე გამოჩნდება, თითქოს ვიტყუები. მაგრამ ის, რომ საქართველოს ნაკრებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს - უდავოა.

გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა. ვაისი ძალიან კარგი მწვრთნელია, მასთან ერთად მიმუშავია კიდეც. მახარებს ნაკრების წარმატება - განა ყველას შეუძლია ესპანელთა დამარცხება?! ფეხბურთელებს სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ.

- იმედს
კვლავ იტოვებთ, რომ ნაკრებში გამოგიძახებენ?
- ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს - ეს მისი პრეროგატივაა. ნებისმიერი ფეხბურთელის დიდი სურვილია ქვეყნის მთავარ გუნდში თამაში და ფეხბურთელს, რომელსაც ეს შანსი ეძლევა, უნდა აფასებდეს ამას და 110%-ით იხარჯებოდეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგიტა ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელია და იმედს ვიტოვებ, რომ მალე გამოიძახებენ.

რაც შეეხება ბ-ნ ვლადიმირ ვაისს - პირველი შემთხვევაა საქართველოს ნაკრებში სანაკრებო გამოცდილების მწვრთნელი რომ მუშაობს. მან მოახერხა ერთსულოვანი და თავდადებული გუნდის ჩამოყალიბება და შედეგიც სახეზეა - ესპანეთი 0-1 საქართველო.

შორს არ არის ის დრო როდესაც იტყვიან: "ქართველების სწრაფ შემტევებს დაცვაში ვერაფერი დავუპირისპირეთ"-ო.
გუჯა კახაძე
18:00 10-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული