ლეგიონი: აბურჯანიამ და "ხიმნასტიკმა" მოიგეს და მეორე ადგილზე აღზევდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 მაისს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-40 ტურის რამდენიმე მატჩი გაიმართა. მორიგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი აბურჯანიას გუნდმა ”ხიმნასტიკმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით "ოსასუნა" დაამარცხა.

გიორგი აბურჯანიამ, ტრადიციულად, მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 82-ე წუთზე ხოსე ნარანხომ საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

რაც შეეხება მის გუნდს, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "ხიმნასტიკს" 67 ქულა აქვს და სეგუნდა დივიზიონის სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. ტურის მატჩს დღეს ჩაატარებენ ლიდერი "ალავესი" (68 ქულა) და მესამე ადგილზე დაქვეითებული "ლეგანესი"
(65). შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის საგზურს ავტომატურად იღებს სეგუნდას ორი საუკეთესო გუნდი, კიდევ ოთხი გუნდი კი მესამე საგზურს გაითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
warmateba aburjanias da ximnastiksac ratqmaunds.ubralod unda naxot esbichi ratavdauzogavad shromobs varjishebze.
0

სიახლეები პოპულარული