ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჭანტურია "დუისბურგიდან" წამოვიდა

AutoSharing Option
II ბუნდესლიგიდან გავარდნიდან ერთი დღის შემდეგ "დუისბურგმა" 6 ფეხბურთელი გაათავისუფლა. ამ ექვსეულშია გიორგი ჭანტურიაც, რომელიც ბოლოს გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა.

საქმე იმაშია, რომ გერმანიის III ლიგაში არაევროკავშირელის თამაში აკრძალულია. ამიტომაც ამ ექვსეულს III ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა. ყველა მათგანმა ავტომატურად მიიღო თავისუფალი აგენტის სტატუსი.

არაევროკავშირელს მესამე ლიგაში სათამაშოდ სპეციალური ნებართვა სჭირდება გერმანიაში ცხოვრებასა და მუშაობაზე. ასეთი ნებართვა, ბუნდესლიგასა და მეორე ბუნდესლიგაში საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას მომავალს "ნიურნბერგს" უკავშირებენ, რომელმაც ბუნდესლიგაში გადასასვლელი პლეი ოფი დათმო და გაისადაც II
ბუნდესლიგაში იასპარეზებს.
ასევე დაგაინტერესებთ