გიორგი ჭანტურია "დუისბურგიდან" წამოვიდა

AutoSharing Option
II ბუნდესლიგიდან გავარდნიდან ერთი დღის შემდეგ "დუისბურგმა" 6 ფეხბურთელი გაათავისუფლა. ამ ექვსეულშია გიორგი ჭანტურიაც, რომელიც ბოლოს გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა.

საქმე იმაშია, რომ გერმანიის III ლიგაში არაევროკავშირელის თამაში აკრძალულია. ამიტომაც ამ ექვსეულს III ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა. ყველა მათგანმა ავტომატურად მიიღო თავისუფალი აგენტის სტატუსი.

არაევროკავშირელს მესამე ლიგაში სათამაშოდ სპეციალური ნებართვა სჭირდება გერმანიაში ცხოვრებასა და მუშაობაზე. ასეთი ნებართვა, ბუნდესლიგასა და მეორე ბუნდესლიგაში საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას მომავალს "ნიურნბერგს" უკავშირებენ, რომელმაც ბუნდესლიგაში გადასასვლელი პლეი ოფი დათმო და გაისადაც II
ბუნდესლიგაში იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლევან– მადლობა ახსნისთვის, გასაგებია.. ეგ აღარ გამახსენდა
ლადო
14:17 27-05-2016
0
პაპუნაშვილის შემთხვევაში გერმანიის საფეხბურთო კავშირის და გერმანიის საფეხბურთო ლიგის რეგულაცია ითვალისწინებდა მისთვის მე-3 ლიგაში თამაშის უფლებას, ვინაიდან - პაპუნაშვილს კონტრაქტი ჰოქნდა გაფორმებული ეროვნული (ბუნდესლიგის) ლიცენზიის მქონე ბრემენის ვერდერთან. გამომდინარე აქედან მას შეეძლო მე-2 გუნდში თამაში. მე-3 ლიგაში სულ ესეთი 3 კლუბი იყო: ვერდერი, მაინცი და შტუტგარტი (რომლის მე-2 გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა და რეგიონალ ლიგაში გავარდა)
ლევან
04:18 26-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული