"აზერბაიჯანული ფეხბურთი რამდენჯერმე აღემატება ქართულს"

AutoSharing Option
აზერბაიჯანში სტუმრად მყოფმა შოთა არველაძემ, რომელიც იქ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა. შოთას სიტყვებმა, რომელიც გამოცემა azerisport.com-მა გამოაქვეყნა, აზერბაიჯანის საფეხბურთო წრეებში ზოგიერთის უკმაყოფილება გამოიწვია:

"ჩვენი ფედერაციები კვლავაც მეგობრობენ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. იმედია, ერთადაც ვივლით განვითარების გზით. ჩვენ ფინანსური კუთხით ჩამოვრჩებით და ამის გამო ინფრასტრუქტურა ისეთი არ გვაქვს, როგორიც თქვენ, მაგრამ, ნურავინ მიწყენს და, ფეხბურთის თამაში საქართველოში უკეთესად ეხერხებათ, ვიდრე აზერბაიჯანში. ასე იყო ოდითგან და არც დღეს შეცვლილა რამე".

არველაძის ნათქვამს აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის
აღმასკომის წევრი, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ყაზბეგ ტუაევი გამოეხმაურა:

"ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ ასეთ სულელურ სიტყვებზე კომენტარის გაკეთებაც არ მსურს.

საქართველოში ფეხბურთის განვითარება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აზერბაიჯანში და რაღაცაში წინ წავიდნენ. მათ ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავდათ, რომლებსაც ვიცნობდი. როდესაც თავად ვთამაშობდი, ჩვენი ფეხბურთი ერთ დონეზე იყო. როცა აქ ტარდებოდა მატჩი, ჩვენ ვიგებდით, როცა საქართველოში - ისინი.

დღეს კი ამ ორი ქვეყნის ფეხბურთის შედარებაც კი არ შეიძლება. აზერბაიჯანული ფეხბურთი რამდენჯერმე აღემატება ქართულს. ბაქოში ლამის ქართველი ფეხბურთელების ნახევარმა ითამაშა. ჩვენ მათ განვითარებაში ვეხმარებით", - თქვა ტუაევმა, რომელიც ფეხბურთს 1959-72 წლებში თამაშობდა და იყო სსრკ-ის ნაკრების წევრიც.
მკითხველის კომენტარები / 24 /
Me magalitad uyurebazerebis pexburts televizoridan da pexburtistvis iyureba man xolo saqartvelos chempionats tu stadionze ar mivedi ise televizoridan ver iyureba..eqceva mand pexburts yuradxeba da rato unda gewyinot es vinmes,anvitareben nel nela shida chepionats chven ukan mivdivart tu vakvirdebit
Sura
14:14 24-05-2016
0
ჩემო ქართველებო ნუ იშლით ნერვებს ამ '"დიდი აზერბაიჯანელი ფეხბურთელის" გამოხტომაზე,ეს მისგან პირველი არაა.შოთამ ძალიან დიპლომატიურად,ნათლად და გასაგებად უთხრა აზერულ საფეხბურთო თემს ვინ ვინ არის და ვინ სად დგას.
დინამოს ქომაგი
14:05 24-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული