ვაკო ყაზაიშვილი: "აიაქსი"? რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა...

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ვაკო ყაზაიშვილი მომავალი სეზონიდან სახელგანთქმული ამსტერდამის "აიაქსის" ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჰოლანდიურ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კომენტარისთვის თავად ყაზაიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.

"ბოლო დროს ჩემს შესაძლო ტრანსფერზე ათასგვარი ხმა ისმის. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი მირეკავდა და "აიაქსში" გადასვლას მილოცავდა.

ასეთი კლუბი რომ მიწვევდეს, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა. შესაძლოა, ინტერესი არის და "ვიტ
ესში" არაფერს მეუბნებიან...

მაგრამ არათუ 3-წლიანი კონტრაქტი არ გამიფორმებია, არამედ ამსტერდამიდან პირადად არავინ დამკავშირებია. ასე რომ, ეს აჟიოტაჟი უსაფუძვლოა", - ამბობს ყაზაიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
საიდან ამხელა ბოღმა ხალხო
Piter boshi
18:50 18-05-2016
0
რამ გაგაბოროტათ ხალხო, რა გჭირთ რა შურით ივსებით კარგს, რომ წერენ ფეხბურთელზე ეგრევე ლაძღავთ რა ყო თქვენ ვერ მიაღწიეთ ვერაფერს და სხვისი არ გიხარიათ? რას ნიშნავს ვერ გაქაჩავს, რომელი ხართ ამ ფეხბურთის ასეთი ანალიტიკოსები კლავიატურის ლომებო, ესე მაგრა თუ გესმით სპორტი მიდით goal.com ან La Gazzetta dello Sport-ში იმუშავეთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული