ვლადიმირ შარანი: იმედი მაქვს, დავით თარგამაძე შემდეგ სეზონშიც ჩვენთან იქნება

AutoSharing Option
უკრაინული "ოლექსანდრიას" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა გუნდის ქართველ ნახევარმცველ დავით თარგამაძეზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კლუბი შეძლებს მის გამოსყიდვას.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძე დონეცკის "შახტარის" საკუთრებაა, "ოლექსანდრიაში" კი იჯარის წესითაა განათხოვრებული, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე იწურება. ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში თარგამაძემ სერიოზული ტრავმა მიიღო. თავდაპირველად, იყო ვარაუდი, რომ სარეაბილიტაციო კურსი 2 თვეს გასტანდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს.

თარგამაძე რეაბილიტაციას "შახტარში" გადის. თაბაშირი უკვე მოხსნეს. 2-3 კვირაში მას განმეორებითი ოპერაცია ელის. ალბათ, 2 თვეში მოედანს დაუბრუნდება, თუმცა ასე ზუსტადაც
ვერ ვიტყვით. "შახტარის" ექიმებმა უკეთ იციან.

მე დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ შემდეგ სეზონში თარგამაძე კვლავ ჩვენთან ვიხილო. იმედია, კლუბი შეძლებს და იჯარას გაახანგრძლივებს", - ციტირებს შარანს football.ua.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული