ბოლო ტურში ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესის" ცენტრფორვარდად ითამაშებს

AutoSharing Option
ჰოლანდიიის ერედივიზიეს ბოლო ტურში არნემის "ვიტესი" ენსხედეს "ტვენტეს" სტუმრობს. ქართველთა გუნდს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ პლეი ოფში მოხვდეს, რომლის გამარჯვებულიც ევროპალიგის საგზურს მოიპოვებს.

"ვიტესს" ამ შეხვედრაში არ ეყოლება ცენტრფორვარდი დომინიკ სოლანკე. ამიტომაც რობ მაასი ვაკო ყაზაიშვილის ნახევარდაცვიდან წინ წაწევას აპირებს. თუმცა არის შანსი, სოლანკეს ნაცვლად ახალგაზრდა ბრაუნმა ითამაშოს. ამ შემთხვევაში, ყაზაიშვილი ჩვეულ პოზიციაზე დარჩება.

სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება კაპიტანი გურამ კაშიაც. რობ მაასი აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია - "ვიტესი" პლეი ოფში გავა.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესი" 45 ქულით მე-10 ადგილზეა, ევროპალიგის
საგზურისთვის კი მე-5-მე-8 ადგილებზე გასული გუნდები იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული