ფრანგული ვერსია: ჯაბა კანკავამ შეიძლება "რეიმსი" დატოვოს

AutoSharing Option
დარჩება თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგულ "რეიმსში"? როგორც იქაური მედია წერს, ეს საკითხი ჯერაც გაურკვეველია და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა კლუბი ადგილს ქვეყნის ელიტურ საფეხბურთო დივიზიონში.

ფრანგები წერენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ "რეიმსს" უძლიერესთა რიგებთან გამომშვიდობება მოუწია, კანკავა გუნდს აუცილებლად შეიცვლის. ფრანგული მედიიდანვე ვიგებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამსახურით რამდენიმე ადგილობრივი კლუბია დაინტერესებული, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.

ეროვნული ნაკრებ
ის 30 წლის კაპიტანი "რეიმსში" დნეპროპეტროვსკის "დნიპროდან" მოხვდა. ჯაბას თავიდანვე არ დაუყენებია ეჭვქვეშ თავისი სტატუსი - ის უმალ "რეიმსის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ იქცა.

ამ დროისთვის გუნდი გასავარდნ ზონაშია. პირველობის ბოლომდე 2 ტური დარჩა. "რეიმსს" მართლაც რომ ურთულესი კალენდარი აქვს. თავად განსაჯეთ - კანკავასა და მის თანაგუნდელებს საგარეო მატჩი ელით "მარსელთან", ხოლო შინ "ლიონს" ელოდებიან.

კაცმა რომ თქვას, "რეიმსმა" თავად ჩაიგდო თავი ამ დღეში, როცა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მატჩი ვერ მოიგო, თუნდაც გასულ უქმეებზე, როცა შინ თითქმის უმოტივაციო "მონპელიესთან" დაყარა ფარ-ხმალი (2:3).

ახლა როგორია ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა, მალე გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არადა რომ გადავიდა რა მაგარ ფორმაში იყო და რა მაგრად თამაშობდა, ახლა რა ჭირს? (((
0
კანკავა ამ სეზონში მართლა ძალიან სუსტად გამოიყურება!ტაქტიკურად ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს, ტექნიკურად არასდროს არ გამოირჩეოდა მაგრამ ორთაბრძოლებში ბევრს ჩაგრავდა მოედანზე,ალბათ ამდენი ყვითელი და წითელი ბარათების მერე ვეღარ ბედავს ბოლომდე იბრძოლოს ბურთისთვის და ძალიან სუსტად გამოიყურება მოედანზე, თუნდაც ბოლო თამაში მონპელიესთან... რეიმსი ღარიბი კლუბია და კანკავას ფაქტიურად არ ყავს კონკურენტი გუნდში და მაგიტომ ათამაშებენ,სხვა ადგილობრივი კლუბები (თუ მართლა არის ასეთი) ვისაც კანკავას აყვანა სურს ალბათ ლიგა 1ში აღზევებული გუნდი იქნება!ღმერთმა ქნას ვცდებოდე
abasha
17:45 05-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული