რომან ჭანტურია: სერია A-ში სათამაშოდ მზად ვარ!

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და იტალიური "ემპოლის" ფორვარდმა რომან ჭანტურიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, ფეხბურთელმა იმაზეც ისაუბრა, თუ რამდენად მზადაა ის იტალიის სერია A-ში სათამაშოდ.

მკითხველი:
- პირველ რიგში, წარმატებას გისურვებ და მაინტერესებს. თვლი თუ არა თავს მზად სერია ა-ში სათამაშოდ?
- დიდი ხანია უკვე იმ ფეხბურთელებთან მაქვს კავშირი, რომლებიც სერია ა-ში მაღალ დონეზე თამასობენ, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა - კი, მზად ვარ ამ ჩემპიონატში სათამაშოდ!

მკითხველი:

- არის თუ არა რომან ჭანტურია "ემპოლის"
ახალი მასიმო მაკარონე?
- არ არის აუცილებელი მომავალი მასიმო მაკარონე ვიყო - ვარ რომან ჭანტურია და ამით ვამაყობ!

მკითხველი:

- რომან, გამარჯობა. როგორ ფიქრობ, მომავალ სეზონში რამდენად შესაძლებელია შენი და ლევანის ტანდემი ვიხილოთ "ემპოლის" თავდასხმის ხაზში? ხართ თუ არა შეთამაშებული სათანადოდ და მზად ამგვარი რეალობისთვის? წარმატებები კარიერაში!
- სერია ა-ში ორი ქართველის თამაში ძალიან კარგი იქნება. შეთამაშებულები, რა თქმა უნდა, ვართ და იმედი მაქვს, მოგვიწევს ერთად თამაში.

სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა შეგიძლიათ აქ - რომან ჭანტურიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს წაუძველბიჭებს მგონი. ნამეტანი ბლატნოია.
odala
20:49 03-05-2016
0

სიახლეები პოპულარული