"არ მსურს საუკეთესობა ცუდი შედეგების ფასად" - კაშია არნემში წლის ფეხბურთელია!

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" გულშემატკივრებმა 2015/16-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გუნდის ქართველი კაპიტანი გურამ კაშია დაასახელეს.

"არ მსურს საუკეთესობა ცუდი შედეგების ფასად", - განაცხადა კაშიამ მას შემდეგ, რაც გუშინ, 1 მაისს, "ვიტესი" "უტრეხთან" (1:3) დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე ჩამოქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ გუნდის მეორე ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა გუშინ "ვიტესის" მაისურით მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული