ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: თამაშს მოწყურებული ჯანო ანანიძე მძიმე ტრავმას გადაურჩა

AutoSharing Option
30 აპრილს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგის XXVI ტურის მატჩში ითამაშა, რომელშიც "სპარტაკმა" მოსკოვურ დერბიში "ლოკომოტივს" ანგარიშით 2:0 მოუგო.

ჯანო "სპარტაკის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის მწვრთნელმა მხოლოდ 86-ე წუთზე, მას შემდეგ შეცვალა, რაც ქართველმა ტრავმა მიიღო.

მთლიანობაში ანანიძემ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, 43-ე წუთზე ანგარიში კი სწორედ მისი იერიშის შედეგად გაიხსნა. საბედნიეროდ, ჯანო ამ მატჩში სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ამის შესახებ "სპარტაკის" ექიმმა მიხაილ ვარტაპეტოვმა თამაშის შემდეგ განაცხადა.

"ჯანო მძიმე ტრავმას გადაურჩა. უბრალოდ, ფეხი მას დაღლილობისგან ასტკივდა", -
თქვა ექიმმა.

ანანიძეს თამაში მაღალ დონეზე შეაფასა მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა:

"ჯანო ანანიძეს ბევრი გაუცდა. მიმაჩნია, რომ მას ფეხბურთის თამაში მოენატრა. ჯანომ წარმოაჩინა ის, რასაც მისგან მოველოდი. მან იდეალური პასი გაუკეთა პრომესს და მოედანზე ისევე კარგად მოქმედებდა, როგორც მისი პარტნიორები".

ანანიძის გუნდს სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-6 ადგილი უკავია. მომდევნო მატჩს "სპარტაკი" 8 მაისს, შინ მოსკოვის "დინამოსთან" ჩაატარებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ