ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გაისად ბუნდესლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
გუშინ, 29 აპრილს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა "ფრაიბურგმა", რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლუკას ჰუფნაგელი ასპარეზობს.

32-ე ტურში "ფრაიბურგმა" სტუმრად ანგარიშით 2:1 "პადერბორნი" დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბუნდესლიგის საგზური გაიფორმა. ჰუფნაგელი სათადარიგოთა შორის იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ "ფრაიბურგს" 69 ქულა დაუგროვდა, მეორე ადგილზე მყოფ "ლეიფციგს" - 64, "ნიურნბერგს" კი, რომელიც მესამე ადგილზეა, 59 ქულა აქვს. "ფრაიბურგი" ბუნდესლიგიდან 2014/15-ის სეზონში გამოვარდა.