ლეგიონი: გიორგი ჭანტურიას 90 წუთი და საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 29 აპრილს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 32-ე ტურში ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჭანტურიამ საკუთარ ანგარიშზე საგოლე გადაცემა მიითვალა.

ჭანტურიას "დუისბურგმა" "ფორტუნას" უმასპინძლა და მნიშვნელოვან შეხვედრაში მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 2:1. ქართველი "დუისბურგის" ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მატჩის 58-ე წუთზე კი საგოლე პასი გააკეთა.

ამრიგად, "დუისბურგმა" აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა და ახლა 28 ქულით ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ბუნდესლიგიდან ორის ბოლოადგილოსანი გუნდი ავტომატურად ვარდება, ბოლოდან მესამე პოზიციაზე მყოფი კი ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებაში ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დარტყმა უნდოდა და პასი გამოუვიდა
სიმართლე
14:17 30-04-2016
0
ჩემი კომენტარი არ დადეთ ისევ? მაგრამ არაუშავს, იმ ორი შენიშვნიდან ერთი გაგითვალისწინებიათ....
kartveli888
13:51 30-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული