"მორდოვია" ქართველი ფეხბურთელების დავალიანების დაფარვას იწყებს

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის კლუბი "მორდოვია" ფეხბურთელებს დავალიანებას გაუსტუმრებს. შეგახსენებთ, რომ "მორდოვიაში" ნუკრი რევიშვილი და მამუკა კობახიძე ირიცხებიან.

კლუბის ანგარიშზე გარკეული თანხა დაირიცხა და უახლოეს მომავალში ფეხბურთელებს დავალიანებას ეტაპობრივად დაუფარავენ. ამის შესახებ კლუბის პრესატაშემ, ვიტალი ლაპტევმა განაცხადა.

"მორდოვიამ" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დავალიანების დაფარვა 28 აპრილიდან დაიწყება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

"გუშინ საღამოს კლუბის ანგარიშზე თანხის გარკვეული ნაწილი ჩაირიცხა და დაიწყება ფეხბურთელების ანგარიშებზე გადარიცხვა. რაღაც წინსვლა არის და ეს კარგია. დღეს ორ საათზე ვარჯიშია დაგეგმილი, მაგრამ რთულია თქმა, ეს ორგანიზებული ვარჯიში
იქნება თუ არა, - თქვა ლაპტევმა.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბს ფეხბურთელების 3-4 თვის ხელფასი, გასული და მიმდინარე სეზონის პრემიალურები მართებდა. სამი დღის განმავლობაში ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად არ ივარჯიშეს და ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდნენ.

championat.com-ის ინფორმაციით კი, ფეხბურთელები მანამდე არ ივარჯიშებენ, სანამ სახელფასო დავალიანება ბოლომდე არ დაიფარება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს ნუკრი მაგრად გამოადგებოდა.
giorgi
17:22 29-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული