ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გოგიტა გოგუა: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვაისი ნაკრებში შანსს მომცემს

AutoSharing Option
გოგიტა გოგუა პავლოდარის "ირტიშში" დიდებულად თამაშობს - 7 ტურში მან 3 გოლი გაიტანა (2 პენალტით), 5 საგოლე პასი გააკეთა და ყაზახეთის ჩემპიონატში გოლი+პასი სისტემით ლიდერია.

გოგიტამ ინტერვიუ მისცა vesti.kz-ს, სადაც თავის მომავალზე ილაპარაკა:

- თქვენ მხოლოდ 4-თვიანი ხელშეკრულება გააფორმეთ, რომელიც მალე იწურება. შემოგთავაზეს უკვე ახალი?
- ჯერჯერობით, არა. ჯერ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული და სიამოვნებით დაველოდები ახალ წინადადებას. დიახ, არ დავმალავ, ყაზახეთის რამდენიმე კლუბი უკვე დამიკავშირდა, თუმცა ჩემთვის "ირტიშის" წინადადება იქნება პრიორიტეტული.

- ეროვნული ნაკრების თავკაც ვლადიმირ ვაისს იცნობთ, ნაკრებში დაბრუნებაზე
რას იტყვით?
- დიახ, ვაისს პირადად ვიცნობ და მან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები, ოღონდ ეს ადრე იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკრებში თამაშის შანსი მომეცემა. ვფიქრობ, რომ ვაისი ნაკრებს გამოადგება.

- "ქაირათი" კახა ცხადაძემ ჩაიბარა. ამბობენ, ერთ-ერთი სწორედ ეს გუნდია, რომელსაც თქვენი გადაბირება სურს...
- არ ვიცი, ეს კითხვა ცხადაძეს უნდა დაუსვათ. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი ქართველია ყაზახურ ფეხბურთში, ახლა უკვე მწვრთნელიც. ცხადაძე ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია, ის აუცილებლად გააძლიერებს "ქაირათს".
ასევე დაგაინტერესებთ