გოგიტა გოგუა: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვაისი ნაკრებში შანსს მომცემს

AutoSharing Option
გოგიტა გოგუა პავლოდარის "ირტიშში" დიდებულად თამაშობს - 7 ტურში მან 3 გოლი გაიტანა (2 პენალტით), 5 საგოლე პასი გააკეთა და ყაზახეთის ჩემპიონატში გოლი+პასი სისტემით ლიდერია.

გოგიტამ ინტერვიუ მისცა vesti.kz-ს, სადაც თავის მომავალზე ილაპარაკა:

- თქვენ მხოლოდ 4-თვიანი ხელშეკრულება გააფორმეთ, რომელიც მალე იწურება. შემოგთავაზეს უკვე ახალი?
- ჯერჯერობით, არა. ჯერ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული და სიამოვნებით დაველოდები ახალ წინადადებას. დიახ, არ დავმალავ, ყაზახეთის რამდენიმე კლუბი უკვე დამიკავშირდა, თუმცა ჩემთვის "ირტიშის" წინადადება იქნება პრიორიტეტული.

- ეროვნული ნაკრების თავკაც ვლადიმირ ვაისს იცნობთ, ნაკრებში დაბრუნებაზე
რას იტყვით?
- დიახ, ვაისს პირადად ვიცნობ და მან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები, ოღონდ ეს ადრე იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკრებში თამაშის შანსი მომეცემა. ვფიქრობ, რომ ვაისი ნაკრებს გამოადგება.

- "ქაირათი" კახა ცხადაძემ ჩაიბარა. ამბობენ, ერთ-ერთი სწორედ ეს გუნდია, რომელსაც თქვენი გადაბირება სურს...
- არ ვიცი, ეს კითხვა ცხადაძეს უნდა დაუსვათ. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი ქართველია ყაზახურ ფეხბურთში, ახლა უკვე მწვრთნელიც. ცხადაძე ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია, ის აუცილებლად გააძლიერებს "ქაირათს".
მკითხველის კომენტარები / 6 /
დაანებეთ ამ გოგუებს და ამისულაშვილებს თავი, მადლობა მათ, მაგრამ როცა ახალგაზრდები იყვნენ, მაშინ ვერ დაფრინავდნენ ნაკრებში და იქნებ დავიწყოთ ახალი გუნდის შენება ვეტერანების გარეშე, არ მითხრათ ეხლა მაგათი გამოცდილებაა საჭირო, გამოცდილება თორემ მაგათაც რეალში და მანჩესტერ იუნაიტედში არ ქონდეთ ნათამაშები
llcl
07:32 29-04-2016
0
ყოველთვის იმსახურებდა, მარჯვენა მცველად ითამაშა ერთი-ორჯერ, ლობჟანას აჯობოს იქნებ.
Tbilisi
22:50 28-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული