კახა ცხადაძე: სიმართლე გითხრათ, "ქაირათის" მსგავსი პირობები იშვიათად მინახავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, რომელიც 7 აპრილს ალმათის "ქაირათის" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა, ყაზახურ გუნდში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა და ინტერვიუც მისცა.

47 წლის ქართველი სპეციალისტი, რომელსაც სამწვრთნელო შტაბში გიორგი ჩიხრაძე და მილოშ იევტიჩი ჰყავს, "ქაირათის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო მატჩს 9 აპრილს, სტუმრად "ატირაუსთან" ჩაატარებს.

კახა ცხადაძის წვრთნის ფოტო და მასთან ინტერვიუ "ქაირათის" ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

- ძალიან ამბიციურ კლუბში მოვედი. "ქაირათს", უბრალოდ, ბრწყინვალე ინსფრასტრუქტურა აქვს. მსგავსი პირობები,
სიმართლე გითხრათ, იშვიათად მინახავს.

ბუნებრივია, ამბიციებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, მაღალი შედეგები უნდა ვაჩვენოთ. ეს გათავისებული გვაქვს, გუნდი მუდამ იბრძვის ჩემპიონობისა და თასისთვის. ამასთან, დავალებული გვაქვს ევროპული წარმატების გამეორება და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვება.

კალენდარი საკმაოდ დატვირთულია. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ იოლი საქმე არ მელოდა. გვყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ რაოდენ მაღალი დონისანიც არ უნდა იყვნენ, მოთამაშეებს ყოველთვის სჭირდებათ დრო, რათა ახალი მწვრთნელის სათამაშო ფილოსოფიას, მის მენტალიტეტსა და ხასიათს ალღო აუღონ.

სულ ორი ვარჯიში ჩავატარეთ, ხვალ კი კალენდარული მატჩი გველის. რა თქმა უნდა, სირთულეები იქნება, მაგრამ ყველა ფეხბურთელი ცდილობს, გაიგოს და შეასრულოს ის, რასაც მისგან ითხოვენ. ვფიქრობ, ძალიან მალე გვექნება კარგი ურთიერთგაგება.

ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელთა კარგი გუნდის ყოლა. აქ კარგი შტაბი შეიკრიბა, ბრწყინვალე ექიმი, ანალიტიკოსით, რომელიც შეისწავლის როგორც მეტოქეს, ისე ჩვენს თამაშს. გვექნება სრული ინფორმაცია. მიმაჩნია, რომ შტაბი წარმატების საწინდარია.

- რამდენად კარგად იცნობთ უახლოეს მეტოქეს?
- "ატირაუს" რამდენიმე თამაში ვნახეთ. გუნდზე შარშანდელ ინფორმაციასაც გავეცნობით. იქ შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, თუმცა მწვრთნელი იგივე დარჩა. ვნახავთ მატჩებს და დასკნებსაც გავაკეთებთ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
დღეს მსოფლიო დონის ქართველი ფეხბურტელის ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღეა!!! ვულოცავ!!!
tngh
18:46 08-04-2016
0
კონტრაქტი ბევრად უკეთესი ვიდრე ნაკრებში
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული