ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თემურ ქეცბაია მელოტთა მსოფლიოს ნაკრებში ზიდანთან, ანრისთან და სხვებთან ერთად

AutoSharing Option
ბრიტანულმა unilad.co.uk-მა მელოტ ფეხბურთელთა მსოფლიოს ნაკრები შეადგინა, რომელშიც თემურ ქეცბაიაც მოხვდა.

ქეცბაია სიმბოლურში მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე შეიყვანეს.

"ოკ, როგორც ჩანს, მელოტების უმეტესობა "გიჟია", ამის მაგალითია თემურ ქეცბაია.

"ქართველი ნახევარმცველი ბევრს 1998 წლის "ბოლტონთან" მატჩით გვახსენდება, როცა მან უცნაურად აღნიშნა გოლი. თემური ბანერს მისდგა და მერე ტრიბუნაზე გადაეშვა. მისი გაჩერება "ნიუკასლის" ფეხბურთელებმაც ვერ შეძლეს.

ახლა აპოელ-ის თავკაცია, თუმცა 48 წლის სპეციალისტი არ მალავს, რომ მომავალში "ნიუკასლის" გაწვრთნა სურს. ეს მოხდა 2015 წელს, როცა გუნდი ალან პარდიუმ დატოვა. სამწუხაროდ, მაიკლ ეშლიმ სხვანაირად
გადაწყვიტა და ამით ინგლისურ ფეხბურთს ერთ-ერთი გამორჩეული ხასიათის ადამიანი დაუკარგა", - წერს საიტი.

მელოტთა მსოფლიოს ნაკრებში მოხვდნენ: ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი) - დენი მილსი (ინგლისი), ფრანკ ლებეფი (საფრანგეთი), იააპ სტამი (ჰოლანდია), რობერტო კარლოსი (ბრაზილია) - ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ჯონჯო შელვი (ინგლისი), თომას გრავესენი (დანია), თემურ ქეცბაია (საქართველო) - ჯანლუკა ვიალი (იტალია), ტიერი ანრი (საფრანგეთი).