ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი. ვიდრე გიორგი აბურჯანია სანაკრებო შეკრებაზეა, მისმა "ხიმნასტიკმა" "ნუმანსიას" 1:0 მოუგო. ქართველის გუნდი 51 ქულით მესამე ადგილზეა.
საფრანგეთი. ნასიონალი. ამ უქმეებზე არ უთამაშია ამირან სანაიას, რომელიც ტრავმირებულია. მისი "ლერბიე" კი სტუმრად "ამიენს" დაუზავდა - 2:2.
უზბეკეთი. თასი. 28 წლის კახა მახარაძემ ტაშკენტის "ლოკომოტივში" დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. უზბეკეთის თასის 1/8-ფინალში "ლოკომოტივი" "უზ-დონგ-ჟუს" ესტუმრა, 4:1 გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა.
37-ე წუთზე ანგარიში სწორედ
შეგახსენებთ, რომ მახარაძე 2011 წელს "ლოკომოტივიდან" გადავიდა "ფახთაქორში", ახლა კი უკან დაბრუნდა. მანამდე მან "ლოკომოტივში" ერთი სეზონი გაატარა და გოლი არ გაუტანია.
რუსეთი. I დივიზიონი. "სკა ენერგია" 0:0 უგოლოდ დაშორდა "ბაიკალს". ხაბაროვსკელთა გუნდში არ უთამაშია გიორგი ნავალოვსკის, რომელიც საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო შემტევმა გიორგი ილურიძემ "ბაიკალის" წინააღმდეგ 66-ე წუთიდან ითამაშა.
პოლონეთი. I დივიზიონი. დავით მაკარაძის "სუვალკი" სტუმრად "ოლშტინს" დაუზავდა - 2:2. ქართველი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"