სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ფეხბურთელი, რომელმაც თარგამაძეს ფეხი მოსტეხა: დავით, მე შენთვის ვლოცულობ
AutoSharing Option
16:24 25-03-2016
უკრაინის I ლიგის "გორნიაკის" მცველი არტემ ტერეხოვი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც 15 მარტს "ოლექსანდრიასთან" ტესტ-მატჩში დავით თარგამაძეს ფეხი მოსტეხა.

მაშინ ქართველ ფეხბურთელს სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია ქალაქის კლინიკაში, ხოლო მეორე დღეს კიევში გადაიყვანეს.

ტერეხოვმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში თარგამაძეს ტრავმის მიყენებისთვის:

"ძალიან ვწუხვარ, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ასე მოხდა. მინდა თარგამაძეს ბოდიში მოვუხადო. მე ვარ დამნაშავე, დავით, შენ რომ მძიმე ტრავმა მიიღე, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ეს განგებ არ გამიკეთებია. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ", - განაცხადა ტერეხოვმა.

კრივოიროგელთა კლუბის ოფიციალური საიტის მეშვეობით ტერეხოვმა შემდეგი დაამატა: "ეს ამბავი ჩემთვის ორმაგად დასანანია, რადგან დავითს კარგად ვიცნობ, "ილიჩევეცში" ერთად ვთამაშობდით და მას მერეც კარგი ურთიერთობა გვქონდა.

შენ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ხარ, დავით. დარწმუნებული ვარ, რომ კარიერაში ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვს. კიდევ ბევრჯერ დაწყვეტ გულს მეტოქე გუნდის მეკარეებს და გაახარებ ფანებს. გამაგრდი, მე შენთვის ვლოცულობ".

"ოლექსანდრიას" თავკაცი ვლადიმირ შარანი იმედს არ კარგავს, რომ თარგამაძე 2 თვეში ჩადგება მწყობრში.

"დავითი კიევში მკურნალობს. მისმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ ორ თვეში მწყობრში იქნება. დამეთანხმებით, ასეთი რამის ნახვა ამხანაგურ შეხვედრაში ძალიან საშიშია. ჩვენ ყველანი შოკირებულები ვართ", - განაცხადა შარანმა სატელევიზიო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძე დონეცკის "შახტარის" საკუთრებაა და "ოლექსანდრიაში" იჯარით თამაშობს.
Georgiano
17:49 25-03-2016
აი ძმაო კაი კაცი.
დავით გამოჯანმრთელება!