სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
"სპარტაკის" მწვრთნელი: ჯანო ანანიძეს ძირითადში მოხვედრის რეალური შანსი აქვს
AutoSharing Option
14:26 25-03-2016
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა sport-express.ru-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გუნდის ქართველ ლეგიონერზე, ჯანო ანანიძეზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ანანიძე "სპარტაკს" ნახევარწლიანი ტრავმის შემდეგ, ორი ტურის წინ დაუბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი პირველ შეხვედრაში ("ამკართან") აქტიურად ჩაერთო თამაშში, "ანჟისთან" კი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მწვრთნელმა "ამკართან" შეხვედრა გაიხსენა.

- ანანიძე ძალიან კარგი იყო, ისევე, როგორც ზე ლუიში. მსურს ერთ შეტევას გავუსვა ხაზი: ჯანომ იდეალური პასი გაუკეთა მელგარეხოს, ამ უკანასკნელმა კი ზე ლუიშს გადააწოდა ბურთი, რომელმაც შეტევა გოლით დაასრულა.

სიმართლე გითხრათ, "ამკართან" მოგებაზე არც მიფიქრია, მაგრამ ზე ლუიშისა და ჯანოს შემოსვლით გუნდი უკეთესი გახდა.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯანოს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის მეტი შანსი გაუჩნდა?
- მე ამას არც ვმალავ. ჯანომ ტრავმა მოიშუშა, კარგად ათამაშდა და ახლა მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების რეალური შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ მოსკოვის "სპარტაკი" სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-5 ადგილზეა, ჯანო ანანიძე კი ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.
You must have Flash Player installed in order to see this player.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.