Gelderlander: "ვიტესის" მწვრთნელი ვაკო ყაზაიშვილს სკამზე დასვამს

AutoSharing Option
დღეს, 20 მარტს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 28-ე ტურში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესი" "გრონინგემს" ესტუმრება.

როგორც gelderlander.nl-ი იტყობინება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობ მაასმა მორიგი ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტა. აღნიშნული ცვლილებები კი ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხებათ.

წყაროს ინფორმაციით, დღეს ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოთა სკამზე იქნება, კაპიტანი გურამ კაშია კი თავის -  ცენტრალური მცველის პოზიციას დაუბრუნდება.

28-ე ტურის წინ არნემელები 40 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ზურა, თუ იმას ამბობ, რომ ჟორდანიას ხათრით ათამაშებენ ვაკოს, (თვითონ ჟორდანია კი გააგდეს ვიტესიდან, მაგრამ მაინც) ჟორდანიას ხათრით გაატანინეს 11 გოლი და ჟორდანიას ხათრით ირჩევენ ტურის სიმბოლურ ნაკრებში? თან ვიტესიდან ყველაზე მეტი გოლი მას აქვს და ყველაზე მეტჯერ მომხვდარა სიმბოლურში. ძაან დიდი გავლენა ხო არ აქვს ჟორდანიას, თუ ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა?
ლადო
00:23 21-03-2016
0
ზაზა შენ იმენნა ფლობ ფეხბურთს ბრატ.. განაცხადი შეიტანე მწვრთნელობაზე შენი მხარდამჭერი ვიქნები ))))))))))
zazas
23:04 20-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული