ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Gelderlander: "ვიტესის" მწვრთნელი ვაკო ყაზაიშვილს სკამზე დასვამს

AutoSharing Option
დღეს, 20 მარტს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 28-ე ტურში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესი" "გრონინგემს" ესტუმრება.

როგორც gelderlander.nl-ი იტყობინება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობ მაასმა მორიგი ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტა. აღნიშნული ცვლილებები კი ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხებათ.

წყაროს ინფორმაციით, დღეს ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოთა სკამზე იქნება, კაპიტანი გურამ კაშია კი თავის -  ცენტრალური მცველის პოზიციას დაუბრუნდება.

28-ე ტურის წინ არნემელები 40 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფებიან.
ასევე დაგაინტერესებთ