ვის დაუთმო პაოკ-ში ადგილი იგორ ტუდორმა - შოთა არველაძეს?

AutoSharing Option
ბერძნული მედიის ინფორმაციით, პაოკ-ის ხელმძღვანელობამ არასახარბიელო შედეგების გამო პოსტიდან გაათავისუფლა მწვრთნელი იგორ ტუდორი, ვისაც ამ ცოტა ხნის წინათ ლამის მიუთითა კარისკენ. ხორვატი სპეციალისტი მაშინ გადარჩა და სიტუაციის გამოსასწორებლად შანსი მიიღო, თუმცა...

პაოკ-ის სამწვრთნელო პერიპეტიები კი იმად გვაინტერესებს, რომ ტუდორის ადგილს ბერძნები, როგორც ვწერდით, შოთა არველაძესაც სთავაზობდნენ. 42 წლის ქართველი სპეციალისტი პაოკ-ის მესვეურებს შეხვდა კიდეც და მყარი ფინანსური გარანტიებიც მოითხოვა... მაგრამ მერე ეს ამბები მიწყნარდა.

ახლა კი, არ არის გამორიცხული, შოთასა და ბერძნული კლუბის თანამშრომლობა მაინც შედგეს. ოღონდ ეს არ მოხდება
ახლა, რადგან პაოკ-ის დროებით მწვრთნელად (სეზონის ბოლომდე) უკვე დაინიშნა სერბი ვლადან ივიჩი, ვინც აქამდე კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობას მოძღვრავდა.

სეზონის ბოლოს კი, ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული