სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
"პასების სიზუსტეც და... საბა კვირკველია ევროპული დონის ფეხბურთელი გახდება"
AutoSharing Option
15:47 08-03-2016
soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ერთი ქართველი მოხვდა - საბა კვირკველია.

"რუბინმა" ამ ტურში 1:0 იმარჯვა, ხოლო საბამ 90 წუთი ითამაშა.

"სესარ ნავასი და საბა კვირკველია, ერთ დროს თანაგუნდელები, ჩვენს სიმბოლურში ისევ ერთად არიან. საბა სულ პროგრესირებს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამიტომ შესვენების შემდეგ პირველივე ტურში მისი საიმედო თამაში არავის გაჰკვირვებია. უბრალოდ, ამ თამაშმა ჩვენი მოლოდინი დაადასტურა. ბევრი რამ კვირკველიას მოქმედებებში მისი "მასწავლებლის", ნავასის "რეპერტუარიდანაა".

ქართველმა მცველმა, ინდივიდუალური მონაცემების მიხედვითაც, დიდებულად ითამაშა "ყუბანის" წინააღმდეგ". 6 მოგებული ორთაბრძოლა და 4 ართმევა ამის დასტურია.

ახლა საჭიროა პასების სიზუსტის მომატება და მერე უკვე შეიძლება ევროპული დონის ფეხბურთელობაზე ლაპარაკი", - ასე შეაფასა გამოცემამ ჩვენებურის თამაში.

კვირკველია ტურის სიმბოლურშია rusfootball.info-ს ვერსიითაც.

XIX ტურის სიმბოლური ნაკრები. rusfootball.info. 
Sportall.Ge

* * *
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური საიტის, Whoscored.com-ის მიხედვით, კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მესამე რჩეული ფეხბურთელია 8,42 ბალით.

მის ანგარიშზე "ყუბანთან" მატჩში არის: 8 ჩაჭრა, 4 ართმევა, 5 ბურთის გამოტანა სახიფათო ზონიდან, 6 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 1 დარტყმის ბლოკი.

ერთადერთი, ძალიან მაღალია წუნი გადაცემებში - 33%, მით უფრო, მცველისთვის.
odala
18:25 08-03-2016
33%-ია წუნი თუ 33% სიზუსტით ასრულებს პასებს?