ლეგიონის უქმეები: ჭანტურიას გოლი, კაშიას პასი, მჭედლიძის სასტარტო [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სამი ქართული გოლი გავიდა. ამას გარდა, ჩვენებურებმა ოთხი საგოლე პასიც მიითვალეს...

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძის "ემპოლი" სტუმრად "ჯენოასთან" 0:1 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ სამჯერ დაარტყა (ერთხელ ძელს მოარტყა), ოთხჯერ დაჯარიმდა და 30 პასი გააკეთა (აქედან 70% იყო ზუსტი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

25 წლის ფორვარდს ამ სეზონში ერთად ამაზე ოდნავ მეტი ჰქონდა ნათამაშები. ლევანმა ჩემპიონატში ბოლოს მაისის თვეში ით
ამაშა შეუცვლელად. "პიანეტა ემპოლიმ" ქართველი ფორვარდის თამაში 5,5 ბალით შეაფასა.

"ემპოლის" დუბლები შინ 1:2 დამარცხდა "კროტონესთან". ამ შეხვედრაში სასტარტოში იყო რომან ჭანტურია, რომელიც მატჩის ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად გააძევეს.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (74-ე წუთზე შევიდა) "ტუტოკუოიო" დაუზავდა "პისტოიეზეს" - 0:0.

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა "რეიმსის" შემადგენლობაში, მისი გუნდი კი "ლილთან" 0:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ კანკავა ერთხელაც არ დაჯარიმებულა (აქეთ ორჯერ იუხეშეს მის წინააღმდეგ), ქართველის 43 პასიდან 79% იყო ზუსტი.

ნასიონალი. ამირან სანაიას (განაცხადში არ იყო) "ლერბიე" სტუმრად "ორლეანთან" 1:2 დამარცხდა.

ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი. გიორგი აბურჯანიას მისვლის შემდეგ "ჟიმნასტიკს" ჯერ არ წაუგია. კატალონიური გუნდი ამჯერად სტუმრად "ალკორკონს" დაუზავდა - 1:1. ჩვენებური 82-ე წუთზე შეცვალეს.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესმა" სტუმრად დაამარცხა "როდა - 2:1. გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა. ის კვლავ მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა და გადამწყვეტი საგოლე პასიც მიითვალა. ვაკო ყაზაიშვილი შუა ხაზში ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანია. II ბუნდესლიგა. მართალია, აუტსაიდერ "დუისბურგს" ბევრი არაფერი ეტყობა სასიკეთო, მაგრამ მისი ქართველი ფორვარდი გიორგი ჭანტურია აშკარად უკეთ ათამაშდა. "დუისბურგმა" სტუმრად 1:1 ითამაშა "ბრაუნშვაიგთან". ჭანტურიამ 58-ე წუთზე გახსნა ანგარიში. 78-ე წუთზე ჩვენებური მცირე ტრავმის გამო შეცვალეს. მან სეზონში მეორე გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ზებრებმა" ქულა ჭანტურიას ბრწყინვალე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოიპოვეს", - წერს გერმანული მედია. "შპორტალმა" ქართველს 3 ბალი დაუწერა.

ლუკას ჰუფნაგელის "ფრაიბურგი" დღეს "ლაიპციგს" მასპინძლობს, მაგრამ ჩვენებური ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშებს.

III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილს (დისკვალიფიკაცია) არ უთამაშია "ვერდერის" დუბლებში "ვიურცბურგთან" საგარეო მატჩში - 1:1.

ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგიას არ უთამაშია "ბრენტფორდის" შემადგენლობაში, "ჩარლტონთან" შინ წაგებულ (1:2) შეხვედრაში.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. გიორგი მაკარიძემ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და მინიმუმ ერთ თვეს დაისვენებს. მის გარეშე კი "ფეირენშე" შინ "ატლეტიკოსთან" 1:2 დამარცხდა.

ავთო ებრალიძის (76-ე წუთზე შეცვალეს) "ჟილ ვისენტემ" 2:0 მოუგო "ლეიქსოეშს". დუბლის ავტორ სიმისთან ერთად, ავთო მატჩის გმირია - ორივე საგოლე პასი მის ანგარიშზეა.

თურქეთი. სუპერლიგა. 3-თვიანი პაუზის შემდეგ ნიკა ძალამიძემ პირველად ითამაშა "რიზესფორის" შემადგენლობაში. მისი გუნდი კი "ბურსასთან" 0:1 დამარცხდა. ამჯერად, მან სულ 5 წუთი დაჰყო მოედანზე. სეზონში კი, ჯამში, 19 წუთი უგროვდება, რაც ძალიან ცოტაა.

თორნიკე ოქრიაშვილის "ესქიშეჰირი" დღეს "ბეშიქთაშს" ეწვევა.

საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილმა პირველად ითამაშა ყოფილი გუნდის, "ვერიას" წინააღმდეგ, მისი "ლევადიაკოსი" კი უგოლოდ დაზავდა. ჩვენებურმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ბელგია. ჟუპილერლიგა. "გენკის" პირველ გუნდში კვლავ ვერ ხვდება ლუკა ზარანდია. "გენკი" კი სტუმრად "სტანდარდთან" დამარცხდა - 1:2.

პროქსიმუსლიგა. "ტუბიცემ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "დეინცე". ამ შეხვედრაში ლევან შენგელია 77-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 93-ეზე "ტუბიცეს" მეორე გოლი გაიტანა. ეს 20 წლის ლეგიონერის მეორე გოლია ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუსეთი. პრემიერლიგა. განახლდა რუსეთის ჩემპიონატი. "რუბინმა" 1:0 დაამარცხა "ყუბანი". ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა მცველმა საბა კვირკველიამ, რომელმაც championat.com-ისგან 7,5 ბალი დაიმსახურა. 86-ე წუთზე მან ბოლო წამს შეძლო სტუმართა ფორვარდისთვის ბურთის ფეხიდან აცლა და ამით "რუბინი" აშკარა გოლისგან იხსნა.

გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვმა" ნიკა კაჭარავას "როსტოვთან" შინ 0:1 წააგო, თუმცა კაჭარავას დებიუტი არ შედგა - ის სათადარიგო იყო. აი, ლორიამ კი სრულად ითამაშა (6 ბალი) და კარში წასული 5 დარტყმიდან 4 მოიგერია.

"მორდოვია" "უფას" ესტუმრა და 1:1 ითამაშა. სტუმართა კარს ნუკრი რევიშვილი იცავდა (5,5 ბალი), ხოლო მამუკა კობახიძე სათადარიგო იყო. მასპინძელთა კარშიც ქართველი იდგა - რუსეთის მოქალაქე გიორგი შელია. "მორდოვიამ" 3 ქულა ხელიდან 93-ე წუთზე გაუშვა. რუსული მედიის აზრით, ამ ეპიზოდში რევიშვილი შეცდა.

მოსკოვურ დერბიში ცსკა-მ 1:0 დაამარცხა "სპარტაკი", რომლის სათადარიგოთა სკამზე ჯანო ანანიძე იჯდა.

უკრაინა. პრემიერლიგა. ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა უკრაინის ჩემპიონატიც. ოდესაში "ჩერნომორეცმა" ტრავმირებული გიორგი გადრანისა და ახლახან მოშუშებული დავით ხოჭოლავას გარეშე უმასპინძლა "კარპატის", რომლის რიგებშიც არ ყოფილა ბუბა დაუშვილი. მატჩი 0:0 დასრულდა.

დავით თარგამაძის "ოლექსანდრიამ" სტუმრად 2:2 ითამაშა "სტალთან". ანგარიში მას მერე გაიხსნა, რაც თარგამაძის დარტყმული ძელს მოხვდა და ბურთი უკან გამოვარდა. ჩვენებურმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კიევის "დინამომ" 2:0 აჯობა "დნიპროს". "დნიპროს" ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს მომჯობინებამდე კიდევ ნახევარი თვე აშორებს.

ჯაბა ლიპარტიას (72-ე წუთზე შევიდა) "ზორია" დონეცკის "ოლიმპიკს" დაუზავდა - 1:1.

"შახტარმა" "ვორსკლას" გიორგი არაბიძის გარეშე მოუგო - 3:1. ჩვენებურმა დუბლების პირველობაზე ითამაშა.

დანია. სუპერლიგა. მათე ვაწაძის (მე-80 წუთზე შევიდა) "ორჰუსი" შინ "კოპენჰაგენს" შეხვდა და უგოლოდ დაშორდა - 0:0.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლაშა დვალის (90 წ) "შლიონსკი" შინ "ზაგლებიესთან" 0:2 დამარცხდა.

ლადო დვალიშვილის "პოგონი" დღეს მასპინძლობს "რუხს".

I დივიზიონი. დავით მაკარაძის "სუვალკიმ" შინ 0:2 დათმო "სოსნოვიეცთან". ქართველი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.

ჩეხეთი. ზურაბ ცისკარიძის (90 წუთი, ყვითელი ბარათი) "ტეპლიცემ" სტუმრად ქულა მოიპოვა "ბოჰემიანსთან" - 1:1.

პრაღის "სლავიას" დისკვალიფიკაციამოხდილი ლევან ყენია დაუბრუნდა. მატჩის ბოლო წუთზე მან საგოლე პასი გააკეთა, თუმცა ამან ვეღარ უშველა მის გუნდს "მლადა ბოლესლავთან" საგარეო მატჩში - 1:2. ყენია თამაშში 0:2-ზე ჩაერთო, თანაც, პრაღელები იმ მომენტისთვის 10 კაცით იყვნენ დარჩენილნი. ჩვენებურმა, რომელიც ახალი ვარცხნილობითა და ნომრით (11-ის ნაცვლად - 4) იყო მოედანზე გასული, მარცხენა ფლანგიდან ჯარიმა ჩააწოდა და ბურთი თავზე დაასვა თანაგუნდელს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სლოვაკეთი. ფორტუნალიგა. აკაკი ხუბუტიას (90 წუთი) "მიხალოვცემ" სტუმრად 3:2 დაჯაბნა "ჟილინა". ქართველმა მცველმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. "მიხალოვცემ" ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგო ჩემპიონატში.

კვიპროსი. თემურ ქეცბაიას აპოელ-მა სტუმრად 1:0 დაამარცხა "ნეა სალამინა" და ჩემპიონობისთვის მებრძოლი საუკეთესო ექვსეულის გათამაშება 3 ქულით დაიწყო. ქეცბაიას გუნდი 65 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ზედა ექვსეულის კიდევ ერთ შეხვედრაში ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისი" "ომონიას" ესტუმრა და უკვე მე-7 წუთზე 0:2-ს აგებდა. სტუმართა მწვრთნელმა ჩვენებური მე-18 წუთზე შეცვალა.

ქვედა ექვსეულში ქართველთა "ახნასი" 2:5 განადგურდა სტუმრად აელ-თან. რევაზ ბარაბაძე 49-ე წუთზე შეცვალეს, შოთა გრიგალაშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგო იყო.

"პაფოსმა" 2:0 მოუგო "დოქსას". გამარჯვებულთა განაცხადში არ ყოფილა ლევან ხმალაძე.

აზერბაიჯანი. აზალ-მა სტუმრად "ხაზარს" სანდრო გურულის პენალტის (რომელიც თავადვე მოიპოვა) წყალობით მოუგო - 1:0. ჩვენებურმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 36-ე წუთზე გამოიჩინა თავი. ასევე სრულად ითამაშა მისმა თანაგუნდელმა ნუგზარ კვირტიამ (გააფრთხილეს).

ასეთივე ანგარიშით ზაურ სვანაძის "ინტერმა" სტუმრად მოუგო "სუმგაითს". ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ლომაია და ლაშა კასრაძე განაცხადშიც არ იყვნენ.

მოლდოვა. "საქსანის" რიგებში დებიუტი ჰქონდა გურამ მაღალდაძეს. 22 წლის ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა "პეტროკუბთან" წაგებულ (0:1) შეხვედრაში.

უზბეკეთი. ჩემპიონატის I ტურში ტაშკენტის "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:2 მოუგო "ნავბახორს". გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა კახა მახარაძემ, ისევე, როგორც უზბეკეთის მოქალაქე თემურ კაპაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ირაკლი შეყილაძე ჯერ რა გუნდში თამაშობს და იქაც ამოვარდა ძირითადიდან.
dato
14:32 07-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული