ქართველმა "ფრანკფურტის" მცველი გააწამა - გერმანული მედია გიორგი ჭანტურიაზე

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მარტს II ბუნდესლიგის მატჩში "დუისბურგი" "ფრანკფურტს" ეწვია და 3:3 დაუზავდა. ეს შეხვედრა, სადებიუტო მატჩს თუ არ ჩავთვლით, გიორგი ჭანტურიას გერმანულ კარიერაში საუკეთესო გამოდგა.

22 წლის შემტევმა ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, ბევრი იაქტიურა და 76-ე წუთზე ონუეგბუს საგოლე პასი გააკეთა. ეს მისი პირველი საგოლე პასია II ბუნდესლიგაში.

"ჭანტურიამ თავის ფლანგზე პრობლემები შეუქმნა ჰაჯი საფის, რომელმაც ვერაფრით შეძლო ქართველის გაკონტროლება", - წერს "ბილდი".

"მაისნერმა და ჭანტურიამ გადაარჩინეს "დუისბურგი", - წერს reviersport.de. - ქულების თვალსაზრისით, ამ თამაშმა ბევრი ვერაფერი შემატა გუნდს, მაგრამ
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს შეხვედრა დიდი მნიშვნელობის გამოდგა.

ჩვენ გამოვარჩიეთ მცველი თომას მაისნერი, რომელმაც ბოლოს გაათანაბრა და შემტევი გიორგი ჭანტურია".

ჩვენებურმა ამ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქამდე მხოლოდ ერთი გოლით იყო გამორჩეული, რომელიც მან "პადერბორნის" კარში მე-10 ტურში გაიტანა (მისთვის სადებიუტო შეხვედრაში). მაშინ მან "კიკერისგან" 2 ბალი დაიმსახურა.

"ფრანკფურტთან" შეხვედრაში გიორგის თამაში "შპორტალმა" 2,5 ბალით შეაფასა. ასეთი მაღალი შეფასება ორივე გუნდში კიდევ 3-მა ფეხბურთელმა მიიღო.

"ფრანკფურტთან" მატჩში ჭანტურია 72-ჯერ შეეხო ბურთს, კარში ერთხელ დაარტყა და მის წინააღმდეგ წესი სამჯერ დაარღვიეს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გიორგი, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ამ უგვანო სტეპტიკოსების დადუმება. შენ გაქვს დიდი ნიჭი, რომლის რეალიზება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ირშომე უფრო ბევრი და გარწმუნებ შედეგი არ დააყოვნებს. წარმატებები!!!
0
ნუ მამენტ ოქრიაშვილი მორჩა ფეხბურთს და ესღა დარჩა :D რა მწვრთნელმა უნდა გვიშველოს ? :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული