ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურია - საგოლე პასი და მატჩში საუკეთესო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 2 მარტს, ევროპულ სტადიონებზე არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

გაგვახარა გიორგი ჭანტურიამ (90 წუთი). მისი "დუისბურგი" გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სტუმრად დაუზავდა "ფრანკფურტს" - 3:3. 76-ე წუთზე ჭანტურიამ საგოლე პასი მიაწოდა ონეგბუს და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

"ფრაიბურგმა" საგარეო მატჩში 4:1 სძლია "არმინიას". გამარჯვებულთა შორის არ უთამაშია ლუკას ჰუფნაგელს. მას გრიპის ვირუსი აქვს.

* * *
უკრაინის თასის პირველ მეოთხედფინალში "ზორიამ" გასვლაზე ფრედ ითამაშა ლუცკის "ვოლინთან" - 1:1. ლუგანსკელთა შორის 78 წუთი იყო მოედანზე ჯაბა ლიპარტია, რომელიც საგოლე პასით გამოირჩა.

"შახტარმა" გასვლაზე
გიორგი არაბიძის
გარეშე 4:0 მოუგო "ვორსკლას".


* * *
კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ანორთოსისმა" 2:0 მოუგო "პარალიმნის". გამარჯვებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ირაკლი მაისურაძემ.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა სტუმრად 1:0 სძლია "აპოლონს".

გასვლაზე მოიგო "პაფოსმაც" - 3:1 "დოქსასთან". მოგებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ლევან ხმალაძემ და ყვითელი ბარათიც მიიღო.

"აჩნასი" შინ დაუზავდა "ნეა სალამინას" - 2:2. მასპინძელთა შორის ძირითადში იყო რევაზ ბარაბაძე, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს. 62-ე წუთზე შევიდა მინდორზე შოთა გრიგალაშვილი, მაგრამ 10 წუთში ტრავმის გამო მოედანი დატოვა. მისი ძმა ელგუჯა გრიგალაშვილი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

* * *
პოლონეთის ჩემპიონატში ლადო დვალიშვილის "პოგონი" ლუკა ასათიანისა და ლუკა გუგეშაშვილის "იაგელონიას" შეხვდა. "იაგელონიას" ქართველები 17-წლამდელთა ნაკრებში არიან გამოძახებულები, დვალიშვილი კი სათადარიგო იყო და მინდორზე 62-ე წუთზე შევიდა. შეხვედრა 0:0 დასრულდა.

* * *
აზერბაიჯანის თასის გათამაშებაში "ინტერმა" გასვლაზე მოსინჯა ძალა "რავანთან" და 1:2 წააგო. "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა სალუქვაძე და ნიკა კვეკვესკირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Ase she kai kaco, xo shegizlia.miaceki kartul-ragbulad.stabiluroha tu gekneba bundesligashi amokop tavs.midi shen gverdit vart.
malxazi tvildiani.
14:53 03-03-2016
0
ყოჩაღ გიორგი ესე რა ... რაგჭირს ტოო კაი ხარ
dato
14:18 03-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული