სანდრო კობახიძე "დნიპროს" განაცხადშია და 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

AutoSharing Option
საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე სეზონის დასკვნით ნაწილს დნიპროპეტროვსკის "დნიპროში" გაატარებს. უკრაინულმა გუნდმა 29 წლის ქართველი ფეხბურთელი განაცხადში უკვე შეიყვანა და მას 19-ნომრიანი მაისურიც მიაკუთვნა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო "დნიპროში" დამკვიდრებას 2008 წლიდან ეშურებოდა, მაგრამ სამივეჯერ ის სხვა გუნდში იჯარით გაუშვეს. მეოთხედ შანსი კობახიძეს ამ ზამთარს მიეცა, როდესაც გუნდის მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა ის თურქულ შეკრებაზე წაიყვანა. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო საკონტროლო მატჩში ტრავმა მიიღო და სამკურნალოდ სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამან "დნიპროში" მის მომავალზე უარყოფითად ვერ იმოქმედა.

სეზონის
პირველი ნაწილი სანდრო კობახიძემ ლუცკის "ვოლინში" გაატარა, უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში კი 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული